ძნელია გაარკვიო, ის ქალი უფრო ძლიერია, ვინც ღალატს პატიობს, თუ, ის, ვისაც ეს არ ძალუძს!
თუმცა, როდესაც სესილია თაყაიშვილმა ქალების გულთამპყრობელად წოდებულ მეუღლეს, ვასო გოძიაშვილს ღალატი არ აპატია, ვასოს უთქვამს: “ვააა… ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა! კინაღამ არ მამკლა, კაცო! ძლივს გამოვასწარი...”
როგორც ცნობილია, სესილია მეორედ აღარ გათხოვილა. მის გაუთხოვრობას ლეგენდები მოჰყვა, რომ მას გაშორების მერეც გაგიჟებით უყვარდა ვასო და მის ერთგულად დარჩაო…
ხანდახან ქალები ხომ მარტო ყოფნას იმიტომ ამჯობინებენ, რომ საყვარელი მამაკაცისგან ტკივილები აირიდონ! როცა ვასოს მორიგი რომანის შესახებ შეიტყობდა, ასე ამბობდა სესილია: “აბა, ამას მე როგორ ავიტანდი!”
როგორც თეატრალურ სამყაროში ამბობდნენ, ის არასოდეს ცუდს არ ამბობდა ყოფილ მეუღლეზე და არც მის ვაჟს, დათო გოძიაშვილს სმენია თურმე დედისგან მამაზე ნათქვამი აუგი.
სესილია თავდაუზოგავად შრომობდა სცენაზე თუ ეკრანზე და არაერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი სახე აჩუქა ქართულ ხელოვნებას!
არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანურ ტკივილებს ჯობნიან და მისაბაძ ისტორიას ქმნიან.
თუმცა ისტორიამ სესილია და ვასო მაინც წყვილად შემოინახა!
კომენტარები