ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისი განმარტებით, არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკი.
ბრალდებულებს გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”, ვატო შაქარიშვილი და დავით ხურცილავა თავდებში უდგებოდნენ. მოსამართლის განცხადებით, მათ ვერ დაასაბუთეს, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას.
“უცნობმა” და ვატო შაქარიშვილმა სხდომაზე შესვლამდე სასამართლოს ეზოში განცახდებები გააკეთეს და თქვეს, რომ ვახო სანაიაზე ძალადობის არ სჯერათ. ვატო შაქარიშვილმა ბრალდებულებს “პოლიტმედია ბულნიგის მსხვერპლები” უწოდა.
კომენტარები