მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
მას მაშველები 10 აპრილიდან ეძებდნენ.
30 წლამდე მამაკაცი10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა.
„რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა, 11 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი ხეობის მცველებს ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მეგობართან ერთად შეუერთდა. მდინარეში ის მოულოდნელად გადახტა მას შემდეგ, რაც ნაპირზე მასთან ერთად მდგომ კიდევ ერთ მამაკაცს ტელეფონი გადასცა და სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა:
„რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“
კომენტარები