სისხლიანი დაპირისპირება გლდანის ბაზარში – “პირველების” ინფორმაციით, საქმის გარჩევა იარაღით საბათითუმო ქსელის ერთ-ერთ მფლობელსა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა საკუთარი სიძე დაჭრა.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. არსებობს ვერსია, რომ ბიზნესმენთან საქმის გარჩევა ფულის გამო მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი – მას ორი ჭრილობა აღენიშნება, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
კომენტარები