ვლადივოსტოკში დააკავეს 37 წლის ქალი, რომელმაც ორი 5 წლის შვილი და 40 წლის ქმარი მოკლა. მის სახლში პოლიეთილენის პაკეტში გახვეული სამი გვამი აღმოაჩინეს. გადარჩა მესამე შვილი, რომელიც შემთხვევის დროს საბავშვო ბაღში იყო.
მკვლელობის შემდეგ, ქალმა წერილი დაწერა, სადაც მკვლელობის მოტივებზე – ქმრის ხშირ ღალატსა და მუდმივ შეურაცხყოფებზე წერს და კინოში წავიდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები