ირინა ბოკუჩავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში! ისიც ძლივს’ შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა!
კატასტროფაა’ რაც აქ ხდება’ ძველ’ პრუჟუნებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია’ მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა!
ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე’ თავის საწოლში გამიცვალა! აბაზანა ტუალეტი კატასტროფა’ სიბინძურე’ გასახეხი ყველაფერი’ და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში! მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი’ მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე’ უარესისთვის მზადა ვართო! უარესი კი არა’ ელემენტარულს ვერ აგვარებთ!
იმედია აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე! სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება’ სირცხვილი! არ გეპატიებათ! არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან’ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ’ მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!”
კომენტარები