ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ვიდეოს, ფოტოებს და წერს:
“იმედია, ინციდენტი რაღაც შემთხვევითობა იყო და არა ოკუპანტების გეგმის ნაწილი.
ტრადიციულად, დავრეკეთ 144 ში საშვისთვის და კვლავ უარი გვითხრეს.
მაინც არ გავქოცდებით, სულ რომ “პაჟიზნენი ნარუშილოვკები” მოგვცეთ.
მართლა გულისამრევია თქვენი 2 მაგი, 3, 4 და 10 მაგი სტანდარტები.
ამასაც ჩვენ დაგვაბრალებთ, ბატონებო?
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსების “ტაბლეტკით” სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს “სამოქალაქო პირები” დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში.”
შეგახსენებთ, წუხელ, ღამის საათებში ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ.
სუს-ი, ამ ეტაპზე, სდუმს.
კომენტარები