სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, 75-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და 3 წინააღმდეგი იყო.
თუკი დეპუტატები პრემიერმინისტრის კანდიდატს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც, ერთ კვირაში, არ აირჩევენ, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 25 აპრილს დატოვა.
კომენტარები