ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი:
“ევროკომისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ მას სურს შეამსუბუქოს შეზღუდვები ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობისთვის არაევროკავშირის ქვეყნებიდან – შეზღუდვა რომელიც დაწესებულია რათა ქვეყნები სწრაფად შეეწინააღმდეგონ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებას.
წინადადება საშუალებას მისცემს ევრიკავშირში ტურისტული მიზნით მოგზაურობას იმ ქვეყნებიდან, სადაც “კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა”, ასევე მათ, ვისაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მათ აქვთ “ევროკავშირის მიერ უფლებამოსილი ვაქცინის ორივე რეკომენდებული დოზა” ჩამოსვლამდე 14 დღით ადრე, განაცხადა კომისიამ.
მომავალში, ჩამონათვალის გაფართოება შესაძლებელი იქნება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინების ჩათვლით.
წინადადება უნდა შეთანხმდეს ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ის გარკვეულწწილად შეიძლება განხილული იქნეს როგორც დახმარების საშუალება ევროპის ტურიზმის ინდუსტრიისთვის რომელიც მძიმე სიტუაციაშია და რაც საშუალებას მისცემს გააჩინოს ტურისტების დაბრუნების გარკვეული პერსპექტივა აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან.
ამ დრომდე კომისიას ნებადართული აქვს ჩამოსვლა შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებიდან (ტურისტული მიზნებით) , მათ შორისაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. მსგავსი გეგმაა ჩინელი მოგზაურებისთვის, თუმცა ევროკავშირი ელოდება რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ჩინეთიც.
ახალ გეგმაში ასევე მოცემულია ევროკავშირის მეთოდოლოგია იმის დასაანგარიშებლად, თუ რომელი ქვეყნებია ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო და მიწოდებულია წინადადება 14-დღიანი კუმულაციური შემთხვევების ნებადართული რაოდენობა გაიზარდოს 25-დან 100 მდე 100,000 ადამიანზე. ევროკავშირის ბლოკის საშუალო მაჩვენებელი 420-ია.
გეგმის თანახმად, ეს წინადადება განიხილება საბჭოს ტექნიკურ შეხვედრაზე სამშაბათს, სანამ ოთხშაბათს ის წარედგინება ევროკავშირის ელჩებს.”
ცნობისთვის, ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის მიიღებს. ამ ეტაპზე კი ჩინურ და რუსულ ვაქცინებს არ აქვთ არც ევროპის და არც ჯანმოს ნებართვა, თუნდაც, გადაუდებელი მოხმარებისთვის.
კომენტარები