4 მაისის მონაცემებით ინდოეთში 20 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში დაინფიცრებულთა რაოდენობამ.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წუხელ კორონავირუსის 357 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკვე 200 000-ს აჭარებებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვალებულთა რაოდენობა.
ქვეყანა კვლავ მწვავედ განიცდის საავადმოფო საწოლების, ჟანგბადის ბალონების და მედიკამენტების ნაკლებობას.
ეპიდვითარებას გაუარესებას ინდოეთში ექსპერტები უკავშირებენ ხელისუფლების მიერ შეზუდვების გაუქმებას, რასაც შედეგად მოჰყვა ინდუისტურ ფესტივალებსა და ასევე პოლიტიკურ ღონისძიებებზე (არჩევნებზე) მოსახლეობის მასობრივი თავშეყრა.
ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგი საგანგაშო იქნება ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
კომენტარები