ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ ახალგაზრდა ბიჭებს არ გიტყდებათ მაინც? არ მაქვს იმაზე საუბარი ვის მოწონს ეს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა და ვის არა… მაგრამ, საზიზღარი სანახავია ეს იდიოტური სიუჟეტები რა… ჯერ რა ტექსტია – “აქტივისტმა სცადა სასაფლაოზე შესვლა და ის პოლიციამ დააკავა” – რა ამაზრზენობაა, რას ჰგავხართ?!
სასაფლაოა ეგ, გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის ადგილი, რა “აქტივისტი” აგიტყდათ, ეს “აქტივისტი” ლაპარაკობს, უფრო სწორად გაჰკივის და გასწივის:- “ბებია-ბაბუის საფლავზე მივდიოდი პასკით და კვერცხებით და არ შემიშვეს, მაკავებენ” – და იჭყანება უშნოდ… კაი, კაცო! შენ რომ არ იწივლო ისე არ ვიცით რომ პოლიცია დგას სასაფლაოებზე და ვინც წინააღმდეგობას გაუწევს,
დააკავებენ! აი, შენი წივილ-კივილით გავიგეთ ეს!
კარგი, მთავრობა ცუდია და უაზრო აკრძალვა დააწესა, ჰა, ჯანდაბას, დაგეთანხმეთ! ამიტომ თქვენ სასფალაოები მაიმუნობის ადგილად უნდა აქციოთ? რას ჰგავხართ, თქვე უგვანოებო, ყველგან ცირკი როგორ უნდა გამართოთ, თან ამ პატარა ბიჭებმა, ან თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ვაჟკაცობა, ან შუბლისძარღვი? ჰო, აბა, შენთვის მიდიოდი ბებიის და ბაბუის საფლავზე პასკით და კვერცხებით და უცებ, საიდანღაც 4 ტელევიზიის ვიდეოკამერა გაეძრო თავისი ოპერატორებით და ჟურნალისტებით ხო? ან ამ ტელევიზიებს მართლა თავში ტვინი არ აქვთ? ის მაინც თქვით – “ადამიანი მიდიოდა სასაფლაოზეო” ეს – “აქტივისტი მიდიოდა სასაფლაოზე” – რა დოზანაა? ბარემ თქვით რომ “ჩვენ სპეციალურად შევუშვით სასაფლაოზე ნაცების აქტივისტი და მივყევით უკან კამერებით!” – ასე უფრო მართალი იქნება და არც ისე გამაღიზიანებელი დამიჯერეთ”- წერს ბაკურ სვანიძე.
კომენტარები