ფოტო – Reuters
ინდოეთის დედაქალაქის, ნიუ-დელის სასამართლო უკანასკნელი იმედია საავადმყოფოებისთვის, რომლებიც უკვე ყველა გზით ცდილობენ მიიღონ კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებისთვის ჟანგბადის ბალონები. ჟანგბადის ბალონები ქვეყანაში ძალიან მცირე ოდენობითაა, ჩინოვნიკები კი იმის გარჩევით არიან დაკავებულნი, ვინ არის პასუხისმგებელი.
ნიუ-დელის სასამართლოს ორი მოსამართლე ყოველდღიურად განიხილავს ვიდეკონფგერენციებით საავადმყოფოების პეტიციებს, რომლებიც ინდოეთის მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის კონსტიტუციურ უფლებას ეხება. განხილვებს ესწრებიან ადგილობრივი და ფედერალური ჩინოვნიკები.
იუსრიტების თქმით, სასამართლოს ჩართულობამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
კვირას, კოვიდინფიცირებული 42 პაციენტისთვის სიტარამ ბჰარტიას საავადმყოფოს სულ რაღაც 30 წუთის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდა დარჩენილი, ახალი მარაგი არ ჩანდა, კლინიკის ხელმძღვანელობამ დელის სასამართლოს მიმართა დახმარებისთვის, მოსამართლებმა განკარგულება გისცეს ნიუ-დელის ხელმძღვანელობას სასწრაფოდ გამოეყო ჟანგბადის ბალონების მარაგი კლინიკისთვის და მართლაც, მოსმენიდან ძალიან მალე, ქალაქის ხელმძღვანელობამ საავადმყოფოს ჟანგბადის ბალონები მიუტანა.
ინდოეთის პრემიერმა სასამართლოს განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და დაადანაშაულა ნიუ-დელის ხელმძღვანელობა, რომელიც კონკურენტ პარტიას წარმოადგენს.
მოსამართლეები აგრძელებენ ჩინოვნიკების დაკითხვას, ერთ-ერთი მოსამართლის თქმით, მთავრობას არ შეუძლია თქვას: “ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველჰყოთ მხოლოდ ეს და მეტი ვერა, ამიტომ, თუ ადამიანები კვდებიან, დაე, მოკვდნენ…”
ინდოეთის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეულია, ინდოეთის შს მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი ოფიცრები მუშაობენ საომარ პირობებში და სასამართლოს დალოცვა სთხოვა.
ფედერელური მთავრობის წარმომადგენელმა კი განაცხადა: – “ჩვენ ძალიან გვჭირდება უფლის დალოცვა…”
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კომენტარები