ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა“ და „უსაფრთხო რესტორნის“ სერვისების შეთავაზებას აპირებს.
გიორგი ფხაკაძის თქმით, უხარია, რომ მთავრობა უსმენს.
„ახლა ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ, რომ დაგეხმარებით. ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.
მე, გიორგი ფხაკაძე, დღეიდან ამ საქმეს ვაკეთებ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს. „იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ინიციატივა ყველასთვის“
კომენტარები