პოლიტიკოსი, ანა დოლიძე:
“ეს არის ბოროტი გადაწყვეტილება მშრომელი ხალხის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე გავაპროტესტე, როგორც მშრომელი მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა. ეს არის მზაკვრობა, სიბოროტე და პირდაპირი ომი მშრომელი ადამიანების წინააღმდეგ. რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელისუფლება? – იმიტომ, რომ ისინი არ წარმოგადგენენ თქვენ, ვინც ამ ტრანსპორტით მოძრაობს. ისინი მოძრაობენ, “პრადოებით” და სხვა ძვირადღირებული ავტომობილებით, შესაბამისად მათ არ ადარდებთ ათასობით ადამიანის ინტერესი ,რომელიც მოძრაობს საზოგადებრივი ტრანსპორტით და სულ არ ადარდებთ მივა თუ არა უამრავი ადამიანი სამსახურში”
კომენტარები