“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის დეტალებს თავად ივერი მელაშვილი იხსენებს:
“ვიღაცამ სპეციალურად დაურეკა, მოდიან და მოკითხეთ ჭკუა და სამართალიო. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, გინდა სასულიერო პირები და გინდა სოფლის მოსახლეობა, რომელიც დაგვხვდა, შეცდომაში შეიყვანეს. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. წარმოიდგინეთ, მართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს მაგინებს და შეურაცხყოფას მაყენებს. მათ ჰგონიათ, რომ რატომღაც, ვითომ მელაშვილმა თქვა, რომ გარეჯი საქართველო არ არის, გარეჯი რომ საქართველოა, რად უნდა ამას ბევრი მტკიცება. უბრალოდ სიმართლე ის არის, რომ ამ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რაზეც განთავსებულია ეს ისტორიული სამონასტრო კომპლექსი, ამისი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს, 1921 წელს და 29 წელს მოხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ვისურვებდი, რომ მალე გაირკვეს ყველაფერი, თქვენ იცით, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.”
კომენტარები