ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“რატომღაც ჩვევად იქცა ამ ქვეყანაში შეკითხვის პასუხად ჟურნალისტების მიმართ აგრესია.
ტესტებზე იკითხავ – ააა, ესე იგი, ჩასაფრებული ხარ !
ვაქცინაციაზე იკითხავ – ააა, ესე იგი, გეგმის ჩავარდნას გულშემატკივრობ !
,,კატოგრაფების საქმეზე” შეკითხვას დასვამ – აა, ესე იგი, გარეჯის გაყიდვა გინდა !
სასულიერო პირების უმსგავსობაზე იკითხავ – ააა, ესე იგი, ეკლესიას ებრძვი !
ოკუპაციაზე იკითხავ – ააა, ესე იგი, ომის მომხრე ხარ !
ხელისუფლებაზე იკითხავ – ააა, ესე იგი ნაცი ხარ !
თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ რეპლიკებს გაგიტარებთ ?! მართლა ფიქრობთ, რომ ვინმეს დააბულინგებთ ?! ცუდ რამეს დაეჩვიეთ და თქვენს ხარვეზებს მედიაზე შეტევით ვერ გადაფარავთ, რადგან არ ვაპირებთ ერთ ყურში შეშვებას და მეორეში გამოშვებას. ყოველთვის ასე გიპასუხებთ, ვიდრე შეკითხვას არ უპასუხებთ. ყველას ეხება, ვინც ასე მოიქცევა.”
კომენტარები