ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ეს ბარი ვინც მასწავლა – ჩამოსვლისას სულ ტყავის მათრახით უნდა ვკენწლო!
მოკლედ შევდივარ, დადის გოგო და მაგიდებთან ყველას მათრახს ურტყამს, მე მიღიმის, გვერდით ოთახში ვიღაც ბიჭი მუხლებზე დგას, ერთ გოგოს თმით უჭირავს და “იქ” აყოფინებს თავს, მეორე ზურგზე ურტყამს, ნუ ეს ხმას არ იღებს, რაღაც თამაშია და სათამაშო მათრახითქო ვფიქრობ და ვმშვიდდები. გარშემო ჰაერში ლიფები, ბორკილები, მათრახები და ათასი “უბედურობა” კიდია…
ვიღაც გოგო მოდის და აი ამ კოქტეილს თუ დალევ – შოუ გელისო, ნუ ახლა რა ჯობია და ვიღებ. 10 წუთში მოდიან, დროზე გაიხადეო! ხალხი მიყურებს ნწუ-ნწუ-ნწუ სახეებით, მეთქი – სადაც წვრილია იქ გაწყდეს.
აი მერე ხდება რაც ხდება, ჩემი ღრიალი თბილისშიც ისმოდა, ვგონებ. მეტკინა თუ მეწყინა? ორივე! ინსტა სთორებში დავყრი, რაც მოხდა, ფბ-სთვის ზედმეტად უხერხულია…
თქვენ კიდევ – ამ ორ ფოტოს დახედეთ და ივარაუდეთ, რაც მოხდებოდა, მუხლებზე მდგომი ბიჭის როლი ვიკადრე, მაგრამ გვიან იყო…
წერეთ ახლა:
– ra karqiaaa
– масе гинда
– uxuxu gaiyaros am gogoooom”
კომენტარები