ბრაზილიაში 18 წლის ახალგაზრდა საბავშვო ბაღში მაჩეტით შეიარაღებული შეიჭრა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით გარდაცვლილებს შორის, 3 ბავშვია, 2 კი ბაღის თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელმა დაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია მოთავსებული და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევის დროს ბაღში ათობით ბავშვი იმყოფებოდა, თავდასხმისას ბაღის თანამშრომლებმა მათი დამალვა სცადეს. ერთ ბავშვს მცირე დაზიანებები აღენიშნება.
კომენტარები