აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოწამეთა ხეივანში იმყოფებოდა.
“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო სამშობლოს გმირი შვილების ხსოვნას, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლე გაიღეს, მათი საფლავები და მარადიული ჩირაღდნის ძეგლი კი ყვავილებით შეამკო” – ზერს აზერბაიჯანული მედია.
მოწამეთა ხეივანი არის მასობრივი საფლავი ბაქოში, სადაც დაკრძალულნი არიან აზერბაიჯანელი და თურქი ჯარისკაცები.
მემორიალური კომპლექსის “მარადიული ჩირაღდნის” შექმნის იდეა პირველად 1994 წელს გაჩნდა, 1998 წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა ბრძანება ბაქოში, წამებულთა ხეივანში მემორიალური კომპლექსის ”მარადიული ჩირაღდნის” აღმართვის შესახებ.
ძეგლთა კომპლექსი გაიხსნა 1998 წლის 9 ოქტომბერს. მოწამეთა ხეივანში მდებარე ეს ძეგლი შედგება საფლავისგან, რომლის ოქროს გუმბათი დგას 8 ბორბლიან ვარსკვლავზე.
2007 წელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, მოწამეთა ხეივნის რეკონსტრუქციის დროს, აიღეს მარადიული ჩირაღდნის ძეგლის სვეტები, ხოლო ძეგლში რვაკუთხა ვარსკვლავისა და რვაკუთხა სარკის ფორები გაფორმდა ოქროთი.
კომენტარები