ყვარლის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. ცეცხლნასროლი ჭრილობები კაცს ფეხის არეში აქვს მიყენებული. ფაქტი, ცოტა ხნის წინ, სოფელ ახალსოფელში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან ისინი ახლო მეგობრები იყვნენ.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ადგილზე პოლიცია მობილიზებული.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები