ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ივერი მელაშვილის გარეჯის მონასტერში ჩასვლა და მედიასთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა:
„ჩვენთან როცა მოდიხართ, ცივილიზებულად, ურთიერთპატივისცემით ვესაუბრებით ერთმანეთს. თუნდაც გადაცემები არ მომწონდეს ტელევიზიების, რადგან ახლა ისეთი პერიოდია, სხვადასხვა ტელევიზიები თავის ხაზს ატარებენ, მინდა ვუყურებ, არ მინდა არ ვუყურებ ივერი მელაშვილზე მკითხეთ, როცა ხალხის განწყობა იცი და ექვსი ათასი ბერის ხსენების დღეა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სპეციალურად მოწყობილი იყო, შეთქმულების თეორიები არა მაქვს.
ასაკოვანი კაცია, თუ რამე აქვს გაფუჭებული, თვითონ იცის, სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ვიძახით უდანაშაულობის პრეზუმციაზე, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიღაცის ნათქვამზე არ უნდა დავიჯეროთ.
მე რატომ არ უნდა დავუჯერო მამა კირიონს, როცა მკითხეთ, რომ ნასვამები იყვნენ. უდანაშაულოაო, მაშინვე რომ დაიწყეს, რომლებსაც დღეს ერის ყოფა არ აინტერესებთ, როგორ ძაბავენ სიტუაციას. კრიზისი რომ არის უხარიათ, ნეტავ იმათ ტვინში ჩამახედა. ივერი რომ მივიდა, იმ დროს მივიდა, როცა პრემიერს ჰქონდა ვიზიტი, რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ არის? სად მიდიხარ, ჩვენ, ერი როგორ გიყურებთ, ხომ იცი? ეს არ არის მთავრობის ბრალი, მე მანამდეც ვიცოდი ეგ ამბები. ილიჩოვა ავიღოთ, ის არ იკადრა, რომ ქართული ესწავლა, ამდენი წელია საქართველოშია და სახელმწიფო ენა არ იცოდა და როგორ კომისიაში იყო. მინისტრებს სად ჰქონდათ თავი. სააკაშვილის პერიოდი რომ მოვიდა, რუსულენოვანს რომ მიტოვებ მასეთ სამსახურში, რა უნდა ვიფიქრო, ვისი ხარ? ჩემთვის ყველა რუსის არის, ვინც კრიზისს ქმნის. ეკლესიაზე ისეთი ძალადობებია, არასდროს არ წუხხართ-ხოლმე, მაგაზე.
აგერ ოპერატორი გადმოვარდა აივნიდან, უცხოეთში აბა სადმე შეჭრილიყვნენ მასე. კერძო ტერიტორიაზე, თქვენ მოდიხართ და გპასუხობთ, რასაც აკეთებთ ეს თქვენი სამუშაოა და ღმერთისგან კურთხეულები ხართ. პირადად ჩემზე ისეთი ძალადობები მიდის, მირჩევია ხმალი აიღოთ, თავი მომაჭრათ. გააჩნია ძალადობას რას უწოდებთ. ივერი რომ მიდიოდა, ივერის რომ დაუდგები გვერდში და გადაიღებ, იქ, სამწუხაროდ, აგრესია შეიძლება წამოვიდეს და შენც მიიღო.
ადამიანები ვირები არ არიან, ხელი დაარტყა, მაგრამ მედია ძალადობაზეც უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაოები ნასვამები იყვნენ? ვინც ჩემს მიწას ექვსი ათასი ბერის სისხლი რომ არის დაღვრილი უდიერად მოიხსენიებს, გამოვიდა ციხიდან და თქვენი არ არისო, სხვისიაო, ის ჩემთვის კაციც არ არის. უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში ირბინოს, ვინც ტაშს უკრავდა, ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი არ აქვს“
კომენტარები