მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნების“ გუნდიდან წავიდა, არის მოსაზრებები, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი გახდება და საკუთარ გუნდს შექმნის.
ლაპარაკია იმაზეც, რომ შესაძლოა, ძმები არველაძეებიდან რომელიმე პოლიტიკაში სწორედ გახარიასთან ერთად მოვიდეს.
ეს მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც აჩი არველაძემ ექსპემიერთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში“, – წერდა არველაძე.
გავრცელებული ინფორმაციით კი, შესაძლოა, აჩი არველაძეს გახარია თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავდეს. „ტვპირველი“ აღნიშნულ საკითხზე აჩის კომენტარს აქვეყნებს;
„არა, საერთოდ ახლოს არ ყოფილა ეგეთი თემა“, – ამბობს არველაძე. ხოლო კითხვას, ხედავს თუ არა ის თავს ამ პოსტზე (თბილისის მერის) ასე პასუხობს:
„თქვენ როგორ ფიქრობთ?! – ახლა, 50 წლის ასაკში… არ მიფიქრია მაგაზე. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით საერთოდ, არ ყოფილა ეგეთი საუბარი. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მაგ თემაზე ვაკეთო კომენტარები“, – ამბობს არველაძე.
კომენტარები