ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და ფეისბუქში წერს:
“რადგან მთელი საქართველო ჩემს პოსტებზე ზიხართ, ნაცებიც, ქოცებიც, პარტიის ლიდერებიც,მხარდამჭერებიც, ჟურნალისტებიც და სექტანტებიც, აქვე გეტყვით, დიახაც ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, მეძახეთ მონა, ფულზე გაყიდული, კარტოფილებზე, ხახვებზე და კიდევ მოიგონებთ რამეს რა პრობლემაა, ხოდა უნდა მოგისამძიმროთ, მალე უფრო მეტად ვიაქტიურებ და სულ მოგიღებთ ბოლოს!
2020 თქვენი დასასრულია! მოხვალთ არა ბატის კვერცხები, სისხლს გაგიშრობთ, გამხელთ კიდეც, არქივებსაც ამოგიყრით და ყველა დეტალს გავიხსენებ თქვენი ,,მოღვაწეობიდან ,,მარტო ჩემი გადაცემები რომ გავშიფრო ის გეყოფათ, სადაც თქვენს მიერ გამწარებული ადამიანები მყავდა რესპონდენტებად!
პარტაქტივის ფულზე და მესჯბოქსებზე არ ვზივარ,დამოუკიდებელი ვარ და ესაა რომ გაგიჟებთ უფრო მეტად!”– წერს ნინო ჯღარკავა.
კომენტარები