ფრაქცია ‘’დამოუკიდებელი დეპუტატების’’ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი კომნეტარებს აკეთებს ვანო მერაბიშვილის მიმართვაზე რომელმაც მმართველ ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით გააკეთა კომენატარი.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი არის ვანო მერაბიშვილი, ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში.
„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება არის „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მივუთითებდით მართვის სისტემურ კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით. ხან „ნაციონალებს“ ეთამაშა, ხან „ევროპულ საქართველოს“, თან მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა. კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა. ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, თავზე დაიმხოს, რაც დასამხობი აქვს. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია. დემოკრატიული განვითარება და არჩევნები გვჭირდება. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რომ ვაის რომ გაეყრები, უის შეეყრები. შეიძლება, ვანო მერაბიშვილი თავს იმხნევებს და ძლიერობს. როცა პატიმარი იყო, თავს ვიკავებდი კრიტიკისგან და დელიკატიურობის მომენტი იყო. როცა თავისუფალია, არაფერს არ მოვერიდებით. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ფლობს. პოლიტიკაში შანსი შეიძლება ჰქონდეს, ადამიანები დახვდნენ და ის ადამიანი მოსწონთ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ადამიანები, ვინც ჰიტლერს აღმერთებდნენ და კონცლაგერებს ელოდებიან. როგორც ჩანს, ადამიანები არსებობენ, ვინც ამისგან სიამოვნებას იღებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.
კომენტარები