მსახიობ გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე, ენი გასოევა მეორე შვილზე იყო ორსულად. პატარა კოსმოს შემდეგ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე უჩვეულო სახელი – ლუნა დაარქვეს. ამ სასიხარულო ფაქტის შესახებ გიორგი ყიფშიძის უფროსმა ქალიშვილმა ნატალიამ დაწერა სოციალურ ქსელში:
“დღეს ჩემი ოცნების გოგონა დაიბადა. ჩვენი ოთხეული შეიკრა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!!! ლუნა ყიფშიძე გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს”, – წერს ნატალია.
გიორგისთვის ლუნა მეოთხე შვილია, ენისთვისკი – მეორე.
ენიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მსახიობი მეუღლე აქტიურად ეხმარება ბავშვის აღზრდაში. სავარაუდოდ, ახლაც დიდ მონაწილეობას მიიღებს ლუნას აღზრდაში.
კომენტარები