ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ციხიდან ახლად გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, კვლავ მიხეილ სააკაშვილს დაუახლოვდეს. ამის შესახებ შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თავისი რიტორიკით მერაბიშვილი უფრო მეტად სააკაშვილს უახლოვდება.
„მე ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თუ მოინდომებენ, დალაგდებიან და ითანამშრომლებენ, იმიტომ რომ რადიკალური მესიჯებით ახლა მერაბიშვილი სააკაშვილს უახლოვდება. გამომდინარე მისი რიტორიკიდან უფრო მიშასკენაა,“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ თუ მერაბიშვილი რადიკალურ ქმედებებს დაიწყებს, ხელისუფლება მის საპატიმროში დაბრუნებას შეეცდება.
„რა თქმა უნდა, აბა რას იზამენ? შეხედავენ რეალობაში რას იზამს და მერე ჩამოიღებენ თაროდან რამე საქმეს. ბუნებრივია, ეჭვი გეპარებათ ?!“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
კომენტარები