ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმიანება:
ახლა სრული სერიოზულობით:
ამ ე.წ. “ოპოზიციას” ვანო მერაბიშვილის გამოსვლა სულ ტყუილად უხარია რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:
1. მერაბიშვლი არ არის ისეთი ფიგურა, რომ მისმა ჩართვამ ქართულ პოლიტიკურ ველზე რაიმე შეცვალოს.
2. მედიისთვის ის მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება აქტუალური.
3. მერაბიშვილს ექნება გარკვეული მოთხოვნები (სწორედაც რომ “მოთხოვნები” და არა “წინადადებები”), რომლებიც აშკარად მიუღებელი იქნება ოპოზიციის “ლიდერებისთვის”.
4. საზოგადოებას ყოველთვის ექნება როგორც ხელისუფლების, ასევე ე.წ. “ოპოზიციის” დამუნათების საბაბი “ორ გვამთან” მიმართებაში (ხელისუფლების უფრო “რბილად”, ოპოზიციის კი გაღიზიანებული ტონით).
კიდევ არის რამდენიმე წვრილმანი, რაც დროთა განმავლობაში გამოჩნდება.
კომენტარები