თეოლოგი ბასილ კობახიძე:
„იქნებ ჩვენს მრევლს და საზოგადოებას თვალი აეხილოს იმაზე, თუ სინამდვილეში ვინ არიან ჩვენი სულიერი ლიდერები და რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ეს ოდიოზური და გაიძვერა მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია, რომელიც ასე ვთქვათ, კრიმინალური ლექსიკით გვესაუბრება.
ის რუსეთშიც და საქართველოშიც იჯდა ციხეში, ეგ არის რეციდივისტი, კრიმინალი. იჯდა ხატების ქურდობისათვის. აი, ასეთი ადამიანია მიტროპოლიტი, გვმოძღვრავს ხატების ქურდი.
შემდეგ არ გაჩერდა მიტროპოლიტობაშიც კი და უკვე 2005 წელს სასამართლოში ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ ჰუმანიტარული დახმარება ე.წ. „ფქვილის საქმე“ საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები შემოჰქონდა თურქეთიდან და აქ ყიდდა კომერციულ ფასებში. მას სასამართლოში ჰქონდა საქმე და მიხეილ სააკაშვილმა ჩაუფარცხა ეს საქმე. დაიჭირეს მისი თანამშრომელი საერო პირები, ანტონ ბულუხიას გარდა მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ სხვა მიტროპოლიტებიც.
2017 წელს მან აიღო თბილისში რაც კი შემოსავლიანი ტურისტული მაღაზიები და ბაზრობებია, სულ მას ეკუთვნის, გააგდო სხვა კომპანიები. ყველაზე მდიდარი მიტროპოლიტი არის ანტონ ბულუხია. უნდა აეხილოს მრევლს თვალი, ასეთი ბრმა მორჩილება არ უნდა იყოს. ანაფორაში გახვეული ამბიონზე არ უნდა იდგეს“
ინფორმაციისათვის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ყელში სწვდა ჟურნალისტს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
1976-1982 წლებში მარკოზ ბულუხია მართლაც ცხოვრობდა მოსკოვში, სწავლობდა მიწათმოქმედების ინსტიტუტში, რამდენად სწორია ბასილ კობახიძის მოყვანილი ფაქტები, ამის შესახებ, “ალიას” ინფორმაცია არ გვაქვს, დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გახდება ცნობილი, აქვე გავაახლებთ მასალას.
კომენტარები