„ამ მკვლელისთვის 7 წელი ძალიან ცოტა იყო. გვემუქრება, რომ ერთ წელიწადში ხელისუფლებას დაამხობს და ისევ ფართოდ გააღებს ციხის კარებს. ანუ რასაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა, ახლაც იმავეს გააკეთება უნდა“, – აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი “2020NEWS“-თან საუბარში.
“მერაბიშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მან ბევრი ოჯახი გააუბედურა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მკვლელისთვის შვიდი წელი ძალიან ცოტა იყო. ამ წლების მანძილზე, მერაბიშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მონანიების სურვილიც კი არ გასჩენია. ის გამოვიდა ციხიდან და მუქარით გააკეთა განცხადებები. მერაბიშვილი გვემუქრება, რომ ერთ წელიწადში ხელისუფლებას დაამხობს და ისევ ფართოდ გააღებს ციხის კარებს. ანუ რასაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა, ახლაც იმავეს გააკეთება უნდა.
კარგად გვახსოვს, თავის დროზე მერაბიშვილმა პოლიციელებს რამდენ ცოდვასა და დანაშაულში ჩაადგმევინა ფეხი. მას დღესაც იმავე მეთოდებით უნდა პოლიციელების საკუთარ მხარეს გადაბირება. მინდა პოლიციელებს შევახსენო, რომ ვანო მერაბიშვილი მათი დამღუპველი იყო.
ციხეში მხოლოდ ვანო მერაბიშვილი კი არა, სააკაშვილიდან დაწყებული, ბარამიძე, ბოკერია და სხვებიც უნდა ისხდნენ. იმედი მაქვს, რომ ისინი უამრავი დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს აგებენ“
კომენტარები