ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაოს თაობაზე “ქართულ ოცნების” ერთიან მესიჯბოქსს, ამჯერად, პარტიის სახელით გიორგი ამილახვარი ავრცელებს:
„პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. მელიამ თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა”
ნიკა მელიას სასამართლო 16 საათზე უნდა დაიწყოს. 40 000 ლარიანი გირაო ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.
კომენტარები