საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალური ქსელით, პეტრე კოლხს პასუხობს:
“ახლა მეგობარმა პეტრე კოლხის სტატუსი გამომიგზავნა, სადაც ის კიკეთის სკოლაზე ამბობს, მხოლოდ მდიდრებისთვის არისო.
არაერთხელ ითქვა ოფიციალურად, რომ სკოლა დოტაციურია, ანუ, არათუ მომგებიანი არ არის, არამედ ყოველწლიურად მას 500.00-700.000 ლარის დაფინანსება სჭირდება ხარჯების დასაფარად,
ამ ხარჯს ლევან ვასაძე ფარავს, რადგან ეს სკოლა თავისი ცხოვრების საქმედ მიაჩნია, მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვებმა განათლებასთან ერთად ფიზიკურად ივარჯიშონ და ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს ეზიარონ.
სკოლაში იმდენად კარგად ასწავლიან, რომ რეპეტიტორი ეროვნული გამოცდებისთვის არცერთ ბავშვს არ დაჭირვებია.
რამდენადაც ვიცი, ხშირად კრედიტის აღებაც უწევდა, რომ სკოლა შეენარჩუნებინა.
სკოლა სიძვირით კერძო სკოლებს შორის, თუ არ ვცდები, 18-ე ადგილზეა, ხოლო შედეგებით-საუკეთესო.
“სამოსელი პირველს” რაც შეეხება, პეტრე კოლხმა იგივე მასალით სხვას შეაკერინოს იგივე ხარისხის სამოსი და განსხვავებას მე დავუმატებ.
პეტრე კოლხი მღვდელია და მღვდლის სტატუსი ავალდებულებს დაფიქრებას, ინფორმაციის მოძიებას და მხოლოდ ამის მერე თქმას, მითუმეტეს ასეთ თემაზე.
ამიტომ გადაამოწმოს რაც აქ ვთქვი და როცა ნახავს, რომ საზოგადება ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეიყვანა, შეინანოს და შექმნას თავისი სინანულის ღირსი ნაყოფი, როგორც ეს ქრისტიანს ევალება.
ესაა და ეს, თორემ მისი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა, აღარაფერი გვიკვირს უკვე ამ ქვეყანაში.”
კომენტარები