იაპონიის პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ძირითადი გამოყენებისათვის შესაძლოა წელს მზად იყოს.
ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Shionogi-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი, გასული წლის დეკემბრიდან კლინიკურ კვლევებს გადის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტოკიომ ხელი მოაწერა შეთანხმებებს ბრიტანულ-შვედურ კომპანია AstraZeneca-სთან, Moderna-სთან და Pfizer-სა და BioNTech-სთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მომარაგების შესახებ. საერთო ჯამში, იაპონია 310 მილიონი დოზის ვაქცინის მიღებას ელოდება. ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ Pfizer-ით მიმდინარეობს.
კომენტარები