კომპოზიტორი, მაია კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!
აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი რაღაც სასწაულის დამსახურებით არადა 1%-იც არ მქონდა გადარჩენის შანსი.
„რედისონის“ გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემ წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა მარტო ხმამ გამაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან.
მე აღარ ვიცი მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს. გონზე, რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული. რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი. მოკლედ მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია მგონია, რომ დღეს დავიბადე
და რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს“
კომენტარები