პოეტი, კრიტიკოსი, შოთა იათაშვილი:
“გამოყოფილი თანხიდან 480 000 ლარი განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს გადაეცა – უწყება შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველ 50 000 ბროშურას და 50 000 ხატს დაბეჭდავს. საკონსულოები ბროშურებს და ხატებს ემიგრანტებს დაურიგებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დარიგდება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 000 ბროშურა და 150 000 ხატი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში და რეგიონებში მოაწყობს ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენას “საქართველო – ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და წმინდანი ქალების როლი” და ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებს ლექციებს. დააფინანსებს სპექტაკლებს, მხატვრული კითხვის საღამოებს, ფოლკლორული ანსამბლის ტურნეებს, კინოჩვენებებს, საჯარო ლექციებს.”
განათლების და მეცნიერების და კულტურის სამინისტრო ამითი უნდა დაკავდეს? სირცხვილია, უბრალოდ.
და თან ეს მაშინ, როცა 5 წელია საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვაკეთებთ და 40 000 ლარზე მეტს არ გვაძლევენ, ლიტერატურული ჟურნალების ბიუჯეტი შეამცირეს და წელიწადში 8 ნომერზე მეტს ვერ ვუშვებთ… და რა ვიცი… გააგრძელეთ, ვინც რა იცით…”
კომენტარები