პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დამხობის მცდელობები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდეც ჰქონდა და არაფერი გამოუვიდა.
„არც აწი გამოუვათ“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისებთან.
გახარიამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და მათ მომავალზე უნდა იფიქრონ.
„ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობის კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის“
კომენტარები