ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო “ოდიში ნიუსის” დამფუძნებელი,.ლაშა ბერულავა:
“ნიკა მელიას “წინააღმდეგ”
ბოლოს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ზოგს რა არ მოეწონა, ზოგს რა…
ჩემთვის ყველაზე პრობლემატური იყო სიტყვა, რომელიც ნიკა მელიამ ბესო თამლიანის მისამართით გამოიყენა: “ააგდეს…”.
ეს სიტყვა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სიტყვაა და პლუს, ასოცირდება ქოცურ ნარატივთან, რომელიც ცალკეულ აქტივისტთა თვითინიციატივას გამორიცხავს და მათ მართულობას გულისხმობს.
პარტიის ლიდერმა, რომელიც ამ სიტყვას იყენებს ყველაზე გამოკვეთილი აქტივისტის, დღეს უპირობო პოლიტპატიმრის მიმართ, მინიმუმ, ბოდიში უნდა მოიხადოს, მაქსიმუმ, უნდა გადადგეს.
ჯერ არც პირველი მომისმენია და არც მეორე დამინახავს.
მე მხარს გიჭერდი და ისევ გიჭერ, ნიკა, მაგრამ შენთვისვე აჯობებს, ამ ორიდან ერთერთი ნაბიჯი აირჩიო – ეს ჩასაფრებულის პოზიცია არაა, პარტიის დაარსებიდან მისი მხარდამჭერის პოზიციაა
უბრალოდ, მხარდამჭერის პოზიციაა, მეტი არაფერი.
დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.”
კომენტარები