ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,საოცარ რიტორიკას ვისმენთ და ვუყურებთ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან მიტმასნილი თუ მათი დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც აანონსებენ „მაიდანს“, რევოლუციებს, გადატრიალებებს. ეს სუბიექტები საუბრობენ „ხალხის სახელით“, ამომრჩეველთა უმრავლესობის „მხარდაჭერით“, თუმცა მაინც რევოლუციის “იმედად” არიან. საოცრება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხალხი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ არ ელოდებიან არჩევნებს, რომელიც უნდა გაიმართოს სულ რაღაც რამდენიმე თვეში, თანაც მმართველ პარტიას 43-პროცენტიანი ჩამკეტი ბარიერის გადალახვა მოუწევს. რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, რომელსაც მართლა შეუძლია სიტუაციის შეცვლა, თუკი ოპოზიციას ექნება მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მათ კარგად იციან, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვთ, და ამას ხედავენ მიტინგებზეც! ბოლო მათი იმედია რევოლუცია, რომელიც არ ჩანს!’’
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები