ქართველი ექიმი ზურა მანჯგალაძე, სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ, ემოციურ მინართვას ავრცელებს რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს –
“აბა, გამომხედე ერთი ჯეელო, თხოვნა მაქვს და უნდა შემისრულო. სახლში გექნებათ ჩაკუჭული შავი ცელოფანი ნაგვისთვის, აიღე და ამოიცვი ფეხზე + დასკოჩე, ამავე მოქმედებებს ვიმეორებთ ხელებზე, ღვინის ბალონიც გექნებათ ოჯახში და ჩამოიცვი თავზე, დაჯექი ტელევიზორთან და უყურე ფეხბურთს. ერთი საათი!
ეხლა მოიხსენი, არ იყო მთლად კაი ამბავი ხო? ხო.
ეგ ყველაფერი გადაამრავლე 8 საათზე + მთელ ტანზე + სამმაგი ფენა. გშია და ვერ ჭამ, გწყურია ვერ სვამ, ტუალეტზე არც იოცნებო, როგორია? ხო და მე ვარ შენი მომვლელი რეანიმაციულ განყოფილებაში და ფეხბურთს კი არ ვუყურებ, გივლი შენ და კიდე 10 პაციენტს პალატაში.
ეხლა მითხარი მაქვს თუ არა უფლება გითხრა , რომ სახლში დარჩე.
კაი, როცა პროფესია ავირჩიე უნდა მცოდნოდა და ეს სულაც არაა შენი პრობლემა, მაგრამ იგერ მე-8 საწოლზე შენ წევხარ და უნდა მოგხედო. თან ჩემთვის #608 პაციენტი ხარ უკვე.
ეხლა შენ როგორ გამოიყურები – თუ ზურგზე წევხარ ე ი გაგიმართლა, ჯერ. მაგრამ ცხვირ-პირზე იმდენი რამე გაქვს ასხმული შენ ასაკს ვერ ვიგებ. პამპერსი გაქვს გამოსაცვლელი ( აბა რა გეგონა ), გადაღლილს ამერია და შენ მაგივრად პამპერსი სხვას გამოვიცვალე, ვერც ვერაფერს მეტყვი (ცხვირ-პირი გამოტენილი გაქვს). გონებაზე ხარ და ბოლომდე იაზრებ რაც გჭირს. ორი საწოლის იქით ვიღაცის ხვრინვა რომ ნერვებს გიშლიდა ორი დღე, უცებ გაჩუმდა და ატყდა გნიასი – მოკვდა საწყალი. ახალი შემოსული ხარ და ხვრინვას და ხროტინს ჯერ ვერ არჩევ, გასაგებია. როგორც იქნა გამოგიცვალე პამპერსი და მოგაწესრიგე, შენც შვებით ამოსუნთქვა რომ დააპირე, რაღაც წაუხვრინე, არაფერია კაცო, დაიღალე და გეძინება.
აბა, ეხლა მითხარი რა ტონით გესიამება ტექსტი – დარჩი სახლში.
ნუ დადგები ბირჟაზე დავითას ახალი მანქანის გასარჩევად, ნუ გადახვალთ მეზობელ კორპუსში დაქალებთან ყავის დასალევად. ორივე გააკეთე კაცო, განა გიშლი, მაგრამ ტელეფონითაც შეიძლება. ან იდექი რა, ან უკვე იწექი და ელოდე რიგს, როდის გამოგიცვლიან პამპერსს.”-წერს ექიმი
შეუძლებელია ამ ადამიანების შრომა და თავდადება არ დააფასო, არ შეიძლება არ ხედავდე, არ გრძნობდე, არ გტკიოდეს!
გთხოვ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ექიმებს და დავრჩეთ სახლში!
პოსტის ავტორი ქალბატონი ანა იმნაძე გახლავთ, რომელმაც ზუსტად გადმოსცა გულისტკივილი და სათქმელი ექიმების, რომლებიც დღე და ღამ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
კომენტარები