გერმანიაში მყოფი ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
“ბევრმა მართლა მიატოვა გააზრების უნარი, ელემენტარული გუშინდელი დღის გახსენებაც კი პრობლემაა
როცა მიშა სააკაშვილი იყო თავისუფალ გარემოში, ევროპაში, დაცული, საგასტროლო ლექციებით და საერთაშორისო მიწვევებით ირჩენდა თავს,
აბა გაიხსენეთ რა თქვა ამ თავისუფალმა კაცმა ვანო მერაბიშვილზე?
,,დაისვენოსო, დიდი ხანი იყო ციხეში და ჯერ დაისვენოსო,,
მიშა სააკაშვილს არაფერი უთქვამს გაუაზრებლად და უფუნქციოდ. მან იცოდა ზუსტად სად და როგორ და რა მეთოდებით მოქმედებს კაგებე.
აბსოლუტურად იცოდა კაგებეს ციხეში ყოფნის მოსალოდნელი პრობლემები. გამსახურდიას და მისი გარემოს დეტალები იცოდა უზუსტესად.
და ისიც იცოდა, რომ გამსახურდიას მერე განვლილ 30 წელიწადში კაგებეც განვითარდა.
ყველას ენდობოდა მიშა სააკაშვილი პირველ შეხვედრაზე, ისეთსაც კი, რომ მართლა გაგიკვირდებოდა,
ჰქონდა ეს ბუნებრივი პირველადი ნდობის გრძნობა.
მხოლოდ და მხოლოდ, ნებით თუ უნებლიედ კაგებეს სიახლოვეში მყოფი ადამიანების მიმართ იყო სკეპტიკურად განწყობილი და აი ეს მან არაერთხელ დიპლომატიურად გამოხატა, თქვა, და გამგებს უნდა გაეგო.
,,ჯერ სახლში დაისვენე,, მიშა სააკაშვილის დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, ,,ჯერ ვნახოთ ვინ ხარ,,
ასეთ პიროვნებას მიშა სააკაშვილი არასოდეს, არასოდეს არ ანდობდა რაიმე დიდი საქმის ორგანიზებას, განსაკუთრებით კი იმ საქმისა, რომელსაც დიდი ალბათობით კაგებეს ციხეში თავის ამოყოფა შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ცატათი მაინც დაუკვირდით ხოლმე ვისზე ამბობთ, მიიტყუესო.
კაგებეს ციხეში მჯდომი დღევანდელი მიშა სააკაშვილი რას ამბობს, ეს იცის მხოლოდ და მხოლოდ კაგებემ.
ეს მიშა სააკაშვილის ლოგიკითაა ასე. იმ ლოგიკით, რომელიც ამ პიროვნებას თავისუფლებაში ჰქონდა.”
კომენტარები