სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“ჯერ ისრაელი და მერე დანარჩენი ყველაფერი!
აი ამ იდეით ცოცხლობს თითოეული მათგანი! აი ეს არის მათი მორალი და ამიტომაც არიან ნომერ პირველები! ამიტომაც ებრძვის ნახევარი მსოფლიო და მართავენ მთელ მსოფლიოს!
აბა გაუბედე რომელიმე ებრაელს(მათ შორის გოგოებს) არ წახვიდე ჯარშიო! გაგიხვრიტავს შუბლს! ოდნავ პატარა დაძაბულობა და მთელს ისრაელს უჭირავს იარაღი და მზად არიან დაიცვან საკუთარი სახელმწიფო! დაუსრულებელი ომი აქვთ და მაინც ვითარდებიან და უმდიდრესები არიან! ყველაზე წარმატებულები, ინოვაციურები და ძლიერები ყველა სფეროში!
უჭირს ერთ ებრაელს? უჭირს ყველა ებრაელს! ეს არის მათი მეორე სლოგანი! ამიტომაც არ უჭირს არც ერთ ებრაელს! ყველა ერთმანეთის გვერდით დგას და ყველა ყველას ზურგია! არადა ჩვენზე ცოტანი არიან, ჩვენზე პატარა ტერიტორია აქვთ და მაინც ასეთი მაგრები არიან! უდაბნოში შექმნეს ყველაზე განვითარებული სახელმწიფო! რატომ? ჩვენნაირი მატრაბაზები არ არიან! ჭიანჭველებივით შრომობენ და საკუთარ ნიჭს იყენებენ მაქსიმალურად, რომ მოახმარონ საკუთარ სახელმწიფოს! თელ-ავივის ყველაზე პრესტიჟულ უბანში კორპუსებთან ბოსტნები აქვთ! რატო? იმიტომ, რომ ერთ გოჯ მიწას არ ტოვებენ დაუმუშავებელს! არ გააბედინებენ არც ერთ ხელისუფალს რამე ზედმეტს! მაგრამ არც ერთ ხელისუფალს არ მოუვა აზრად რამე ანტისახელმწიფოებრივი გააკეთოს!
ამიტომ არიან ზუსტად ნომერ პირველები და ამიტომ იქნებიან ყოველთვის ნომერ პირველები! ,,ჯერ ისრაელი და მერე დანარჩენი ყველაფერი”, ,,უჭირს ერთ ებრაელს? უჭირს ყველა ებრაელს!” როგორ მშურს მათი აი ამ ორი სლოგანის გამო!
პ.ს. ჩვენ კი… ეჰჰ, ჩვენ…………
(რამდენი რამის დაწერა შეიძლება ჩვენზე)”
კომენტარები