TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს:
ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, იქმნება გამარჯვების პლატფორმა, ამ პლატფორმაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თავის კონკრეტულ არჩევანს აკეთებს, ვგულისხმობ “სტრატეგია აღმაშენებელს”.
პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარ გამარჯვების ფორმულას შესაბამისად საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულება და რამდენიმე საათში ეს ასე იქნება დარწმუნებული ვარ და შესაბამისად, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია.
ჩვენ ვქმნით გამარჯვების პლატფორმას. ჩვენთვის გამარჯვების ფორმულა არის ერთობა.
რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ვაშაძე მართვის სადავეებს გადაიბარებს და ხაბეიშვილი ფორმალურ თავმჯდომარედ დარჩება, ხაბეიშვილი ამ საკითხზე ამბობს:
სხვათა შორის, კნინობით ფორმაში საუბარს ჩემთან დაკავშირებით, მე მივეჩვიე არამარტო სახელისუფლებო მედიებიდან, არა უშავს ისაუბროს. არ არსებობს ეგეთი პოლიტიკური კულუარები.
მანამდე საუბრობდნენ, რომ აბა, ხაბეიშვილთან ვინ ილაპარაკებსო, აბა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთობას ვინ გააკეთებსო, ახლა აღმოჩნდა პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” პროდასავლურ ველზე სხვათა შორის მოწინავე ყველა კვლევით.
არაფერი უმცროს–უფროსობა არ იქნება, მე “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე ვარ, გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის”. კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს მისასალმებელია, არავინ არ ვიცით როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. არავინ რომ კალთებს არ დავახევთ ეს ორჯერ ორია. რომ გითხრათ ახლა, რომ ვინმეს სადმე გავეკიდებით ასე არ იქნება, მივესალმებით ყველას ერთობას მაგრამ ის, რომ სიურპრიზები იქნება აუცილებლად გეტყვით” – ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები