ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
:ერთი წელი და სამი თვე მძინარე მზეთუნახვს კი არა, უფრო სწორად ნიკანორ მელიას რომ უყურეთ და პალმის რტო უნიავეთ, ახლა მაინც გაჩუმდით! გუშინ დანიშნულ თავმჯდომარეზე წერდით – სადაა მოძრაობა, სადაა აქციებიო, მელიისტები რომ წერდით ამას… ხომ ქილიკობდოთ თამარ ჩარკვიანის ფრაზაზე: “გამოსავალი მხოლოდ რუსთაველის პიკეტირება და ლეიბების დაყრააო”, რამე სხვა იარაღი იცით ოლიგაქრიის დამარცხების?
ახლა, წაიკითხეთ რამდენჯერმე:
ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ გუშინ გახდა თავმჯდომარე და დღეს, უკვე საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები გადადგა – ენმ საპარლამენტო ცხოვრებას წყვეტს, ამ წუთებში პრემიერის სახლთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ხვალინდელი ქმედებების გეგმა გააცნო საზოგადოებას. აღნიშნულ გეგმაში ჩართო ყველა აქტიური მოქალაქე.
ხომ წერდით – გამოდით პარლამენტიდან? ახლა წერთ – აქამდეც უნდა გამოსულიყვნენ…
ხომ წერდით მთავრობას დისკომფორტი უნდა შევქმნათო? ახლა წერთ – აქამდე ვინ უშლიდათ პროტესტს და მოძრაობასო…
ითხოვდით პარტიის კარი ყველასთვის გაიღოსო? – გაიღო! ახლა წერთ ვინ იყვნენ ენმ-ის ოფისშიო?
არც აქციაზე დადიხართ, არც ოფისში თქვენი აქტივობა პირდაპ პროპორციულია თქვენი კლავიატურის ცვეთის კოეფიციენტისა… მეტი არაფერი!
ლევან ხაბეიშვილს კი არა, თქვენს თავებს, ოჯახებს, შვილებს დაუდექით გვერდით! მიშას გამო თუ არა, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მალე კრასნოდარი კრაი რომ გადაგვაწერონ Georgia-ს ადგილას მსოფლიო რუკაზე.
რაც შეეხება ჭკუის დამრიგებელ ემიგრანტებს, ცოტა არა, ძალიან უხერხულია საქრთველოს მიღმა საზღვრებიდან ჭკუის რიგება – როცა ხაოდით მიშას ქვეყანაში შემოვყვებითო, მხოლოდ რამდენიმე ჩამოვიდა, მათ შორის იყვნენ მიშა კაპლანი Shmagi Chokheli და Lia Green … კეთილი ინებეთ, ჩამობრძანდით და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად ან მინიმუმ – თქვენი ოჯახის წევრები გამოგზავნეთ აქციებზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ მორალური უფლება არ გაქვთ, მიგვითითოთ, როგორ მოვიქცეთ. (ეს არ ეხება პოლიტ.დევნილებს, მორალურ და იდეურ მხარდამჭერებს).
ვინც აპროტესტებდით უმოქმედობას, დაიწყო ენმ-მა ლევან ხაბეიშვილის პირობებში მოძრაობა! ხოდა შევუერთდეთ ყველა ერთად…
P.S. რაო მიხეილ სააკაშვილმა? ბრძოლის დს გაბრაზების დროაო, ხომ? აბა მელია რომ ამბობდა და თქვენ თუთიყუშებივით იმეორებდით მიშას აქციები არ აწყობსო?! თურმე აწყობს ხომ? გრცხვენოდეთ ცალცალკე და ყველას ერთად!”
„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!“ – სააკაშვილი
კომენტარები