ჟურნალისტი, ნატო გოგელია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბოლო საათებში არასწორი ინფორმაცია ავრცელეს _ ამ დრომდე არავინ იცის რამ მოწამლა ოზურგეთის ბაღებში 200მდე აღსაზრდელი!!!არანაირი ენტეროვირუსი არ დადასტურებია არცერთს!!!სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის განმარტებაა ქვევით, მას შემდეგ რაც ამტკიცეს, რომ ერთ ბავშვს ენტეროვირუსი დაუდასტურდა”

მანამდე, ნატო გოგელია, წერდა:
“მორჩით ტყუილების ტირაჟირებას და იმის დადგენაზე იფიქრეთ რამ გამოიწვია ბაღებში ათობით ბავშვის მოწამვლა!!!!ტყუილია, როცა ამბობთ, რომ ბათუმში გადაყვანილ არასრულწლოვანს ენტეროვირუსი დაუდასტურდა!!! მსგავსი დიაგნოზი, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც ის ბავშვია მოთავსებული არ დაუსვამს!!!ბავშვს აქვს დიარეა, ღებინება და მაღალი ტემპერატურა, რისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია!!!ასეა 200მდე ბავშვი მთელს მუნიციპალიტში!!!არცერთის ანალიზის პასუხი არ არის ცნობილი და ნუ იტყუებით, რომ ენტეროვირუსია!!!დაადგინეთ სიმართლე და პასუხი აგებინეთ იმ პირებს, რომლებიც ამ ბავშვებზე არიან ბაღებში პასუხისმგებლები!!!მართლა ნინიას ბაღი ხომ არ არის!!!!
2 დღე მალავდნენ ოზურგეთში, ბაღების გაერთიანება და მერია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 200_მდე ბავშვი მოიწამლა ბაღებში.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველმა ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად გააშუქა და გაარკვია, რომ ბავშვების ნაწილი საავადმყოფოშია, ნაწილი სახლში (ზოგს აღმოჩნდა რომ წამლის ფული არ აქვს და ამბავიც არ უკითხა არავინ), გაირკვა, რომ მშობლების ნაწილმაც ჩვენგან გაიგო და მერიამ ახლა იკადრა განცხადების გავრცელება _ ვარკვევთ რა ხდება და მანამდე სასწავლო პროცესი შეწყდაო…
ასეთი უპასუხისმგებლობა სხვაგანაცაა ნეტავ. იმედია გამოძიება დაიწყება და უკვე მერამდენე სკანდალში გახვეულ ბაღების გაერთიანების ამბავს გაგვაგებინებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City hall აბა მხოლოდ 1 ბავშვია საავადმყოფოშიო? ყველაფერს როგორ უნდა იტყუებოდეთ? ის არ გეყოთ ინფორმაცია რომ დამალეთ?”


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გორში 200-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა და ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია!
კომენტარები