ჩემსა და ნიკა მელიას შორის გადაცემაში მომხდარ ინციდენტს მე და მელია გავარკვევთ, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა გადაცემა “ნიუსრუმში”.
“ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს მე და მელია გავარკვევთ – არ მგონია, ეს საქვეყნო თემა იყოს. მთავარი საყვედური ჩემს მიმართ არის ის, რომ დრო და ადგილი არ იყო სწორად შერჩეული. აბა, ნარიყალაზე ავიდე და განცხადება იქედან გავაკეთო?! რას ნიშნავს, დრო და ადგილი არ არის სწორი?! ყველას, ვინც ოპოზიციას გულშემატკივრობს, უმორჩილესად ვთხოვ, მიკარნახონ, შემირჩიონ დრო და ადგილი. ეს გაუგებარი ამბავია”
კომენტარები