შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის დაკავების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
“გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში მიმდინარე წლის 9 მაისს სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული უ.ა.-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი, 1987 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლო, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
ამ მიზნით მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ერისთავის ქუჩაზე 7 ნომერში, მე-10 სართულზე, აღჭურვილი იქნა შენიღბული ვიდეო აუდიო ჩამწერი მოწყობილობით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.
ამასთანავე მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებგვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდემა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირებთან მოხდებოდა შეთანხმება ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.
ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მათზე აღბეჭდილები არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა გადაღებაც ხდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე”. – თქვა შსს-ს ბრიფინგზე
კომენტარები