“ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ავთო დვალიშვილი, სოციალურ ქსელში, თავსგადამხდარ ისტორიას ჰყვება:
” ალო გამარჯობა, თქვენი ნომერი მომცეს, დაგეხმარებაო…
მე: გისმენთ…
-ჩემი მისამართი რომ მითხრათ შეგიძლიათ…?
მე: რაა…?
– აბონენტის ნომერი ვიცი, ჩემი მისამართი არ მახსოვს და მჭირდება…
პირიქით, აბონენტის ნომერი რომ არ იციან და მე ვურკვევ, მივეჩვიე, მაგრამ ამ ხნის კაცი ვარ და პირველად ჩავერთე ისეთ საქმეში ადამიანს საკუთარი მისამართი რომ უნდა შევახსენო…”
კომენტარები