NEXTA-ს ინფორმაციით, რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილებს შესაძლოა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ოლიგარქმა, თავისი ქონება, მათი გაყინვის შიშით, სწორედ შვილებზე გადააფორმა.
აქედან გამომდინარე, ლიეტუვამ, შესაძლოა, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც დააყენოს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არკადი და ანა აბრამოვიჩის ლიეტუვის პასპორტები ოლიგარქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობისთვის გამოიყენეს.
კომენტარები