გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე, ერთ-ერთი ბრალდებულმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: “განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა”. ბრალდებული ძმებმა დეტალურად გაიხსენეს დანაშაულის ჩადენის ღამე და ამტკიცებდნენ, რომ 28 წლის კაცის მკვლელობა განზრახული არ ჰქონიათ. მათი თქმით, ისინი თავს იცავდნენ. დაცვის მხარე მათი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
,,მთავარი არხი”
კომენტარები