მომღერალი აჩი ფურცელაძისთვის 2020 წელი გამორჩეული იქნება მისი ცხოვრების მანძილზე. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალს წლების მანძილზე ჰქონდა ცხვირის პრობლემები და ამაზე თავადაც ხშირად საუბრობდა ინტერვიუებში.
მიუხედავად ამისა, მომღერალი ცხვირის ოპერაციის გაკეთებას როგორც ჩანს არ ჩქარობდა, სანამ პრობლემებმა სერიოზულად არ შეაწუხა. მისი თქმით, გარდა ძვლისა და ესთეტიკური პრობლემებისა, ცხვირში ჰქონდა კისტა, რომელიც სუნთქვაში ხელს უშლიდა.
ოპერაციის გაკეთება მომღერალმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში კლინიკა “ესთეტიკ ინთერნეიშენელში” გადაწყვიტა.
გუშინ, საოპერაციოში შესვლამდე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ოპერაციის შესახებ ახლობლებსა და გულშემატკივრებს გააგებინა, რაც მათთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
“ახლა ვარ სტამბოლში, თურქეთის დედაქალაქში და მზად ვარ ოპერაციისთვის. ვამბობდი, რომ წლევანდელი წელი, ჩემთვის ჯანმრთელობის, სილამაზის და სრულყოფილი ბედნიერების წელი იქნებოდა და რაც მიშლიდა ხელს, რომ ჯანმრთელი ვყოფილიყავი, წელს გამოვასწორებ.
ცხვირი უნდა გამიკეთონ თავიდან, ძვალზეა პრობლემა, კისტას ამომაჭრიან, ვერ ვსუნთქავდი, ფორმაც შემეცვლება” – განაცხადა მომღერალმა.
ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში აჩიმ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
აჩი ფურცელაძე ცოტა ხნის წინ მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული – ელენე დუმბაძე, თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი გახლავთ.
AMBEBI.GE
კომენტარები