“ქართული ცონება” წინასაარჩვენოდ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ცდილობს, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კვლევას. ოპოზიციის წევრი მმართველი გუნდის კვლევას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნებზე ხმების 40% -საც ვერ აიღებს.
ეს ხომ არ არის კვლევები, ეს არის უბრალოდ, ადამიანები სხდებიან და რა ციფრებიც დავწეროთ? და იმ ციფრებს დაწერენ და შემდეგ ამას ასაღებენ როგორც რაღაც კონკრეტულ კვლევებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ, მათაც უკვე აღარ სჯერათ საკუთარი „ქართული ოცნების“ რეალური შედეგის. „ქართული ოცნება“ 40%-ის ნიშნულის ქვევით იქნება და მნიშვნელოვნად ქვევით იქნება თან და შესაბამისად, ეს არის ის, რის გამოც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაცნაირად საზოგადოებრივი აზრი მოამზადოს ამ არჩევნების წინ, – ამბობს უდუმაშვილი.
კომენტარები